Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან თეთრი სახლიდან ინფორმაციის გამავრცელებელი პირი


ადვოკატები ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან ინფორმაციის გამავრცელებელი ანონიმი პირი, თუკი მას სურს შეხვდეს კონგრესის სადაზვერვო კომიტეტებს იმ საჩივრის თაობაზე, რომელიც, სულ მცირე, ნაწილობრივ მოიცავს ცნობებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომუნიკაციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ორი ადვოკატი აცხადებს, რომ მათი კლიენტი, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წევრია, ელოდება "დროულ პასუხს" ეროვნული უსაფრთხოების უწყების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ჯოზეფ მაგუაიერისგან, - იუწყება სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ 24 სექტემბერს. მაგუაიერმა დაასკვნა, რომ ამ პირის საჩივარი - რომელიც სადაზვერვო უწყებების გენერალური ინსპექტორის სახელზე დაიწერა - არ შეიძლება პირდაპირ გადაეგზავნოს კონგრესს.

თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ თეთრი სახლი კვირის ბოლომდე გადასცემს საჩივარს კონგრესს. ადამ შიფმა, წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ასევე თქვა, რომ სიტყვიერი ჩვენებაც საჩივრის ავტორს შესაძლოა "უკვე ამ კვირაში" ჩამოერთვას.

ამ ცნობების ფონია წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა ლიდერის, ნენსი პელოსის განცხადება, რომ მან განკარგულება გასცა დაიწყოს იმპიჩმენტის შესახებ ოფიციალური მოკვლევა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, რაც ამ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის საჩივართანაა კავშირში.

პელოსი ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდა ამგვარი მოკვლევის დაწყებას, თუმცა პოზიცია შეცვალა იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ 25 ივლისს, სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპმა ზეწოლა განახორციელა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა გამოძიება დაწყებულიყო ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ვაჟზე, ჰანტერზე, რომელიც უკრაინაში გაზის მომპოვებელ კომპანიაში მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG