Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრიაშვილი: ​რატომ უნდა იყოს ტყიბული მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, შახტა იმუშავებს თუ არა?!


ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულში მიმდინარე საპროტესტო აქციისა და ქალაქის მომავალთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მიმართავს და სამმხრივი კომისიის სხდომის სასწრაფო მოწვევას მოითხოვს.

პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ პასუხი უნდა გაეცეს პროფკავშირების ინიციატივას შახტის უსაფრთხოების, მოსახლეობის სოციალური გარანტიებისა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ტყიბულში უნდა შეიყვანოს ინვესტორი, რომელიც პირველ რიგში იქ დასაქმებული ადამიანების შრომით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:

„მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. არსებობს გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. იქ, სადაც ადამიანებმა ფიზიკურად უნდა იმუშაონ, რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბლა დაწეული. ამასთან, 21-ე საუკუნეა და სად არის ალტერნატიული სამუშაო ადგილები ტყიბულისთვის?!

რატომ უნდა იყოს ტყიბული მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, შახტა იმუშავებს თუ არა?! ჩემი აზრით, არსებული კომპანია ვერ პასუხობს გამოწვევებს და ის თვითონ უნდა წავიდეს. სახელმწიფომ კი სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს ინვესტორი, რომელიც შესაბამის ინვესტიციას განახორციელებს, პირველ რიგში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ტყიბულში ორი დღეა მიმდინარეობს მეშახტეთა საპროტესტო აქცია ხელფასის დაფარვისა და ქვანახშირის მოპოვების პროცესის აღდგენის მოთხოვნით. ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში პროტესტის ნიშნად 40-მდე ადამიანი შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG