Accessibility links

site logo site logo

ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მთელ მსოფლიოს უნდა აშფოთებდეს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, მისი თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, ომი, რომელიც გრძელდება ევროპაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა აშფოთებდეს. მან ილაპარაკა დონბასის კონფლიქტის მსხვერპლზე, სამხედრო და სამოქალაქო პირებზე, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. ზელენსკის სიტყვებით, უკრაინა მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ არა საკუთარი ტერიტორიებისა და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად.

ზელენსკიმ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რათა ომი იქცეს საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მიუღებელ საშუალებად.

დღეს გაიმართება ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. უკრაინის პრეზიდენტი სამშაბათს მოკლედ უკვე ესაუბრა ტრამპს სადღესასწაულო მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG