Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: გასარკვევია, რატომ წარმოიქმნა პრობლემა მეშახტეთა ხელფასებთან დაკავშირებით


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში მისი ჩასვლის მიზანია ადგილზე, ინვესტორ კომპანიასთან გაარკვიოს, რატომ წარმოიშვა მეშახტეთა ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ მედიასთან აღნიშნა, რომ მისთვის კარგადაა ცნობილი ის ვითარება, რომელიც ტყიბულშია შექმნილი.

„აქტუალური საკითხია ტყიბულის მეშახტეების პრობლემების მოგვარება. დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება და დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე, არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით და მე პირადად, იმის გამო, რომ წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი, ვიცი რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს. ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე ადგილზე, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა, კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ვიცი, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმა და კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით აქციები გამართეს 24 და 25 სექტემბერს. მეშახტეები ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიას, რომ შახტები არ დაიხურება და ქვანახშირის მოპოვება გაგძელდება. პროტესტის ნიშნად, შახტებში 40-მდე ადამიანი შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG