Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება


ანგი ხუციშვილი
ანგი ხუციშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

საგამოძიებო ორგანოში იგი 28 აგვისტოს შეწყალების აქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. გამოკითხვის წინ ანგი ხუციშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა:

"არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს," - განაცხადა ანგი ხუციშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტით 34 პირი შეიწყალა.მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე 20 სექტემბერს გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG