Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა. ესენი არიან: ალექსი ბოლქვაძე - ადვოკატი; ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეტი; ამირან ფაჩუაშვილი - ადვოკატი; თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ნია ჭაჭიაშვილი - მასწავლებელი; ბექა მიქაძე - გამომგონებელი; ვახტანგ კონტრიძე - გამომგონებელი; ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი; ნინო თელია - კონსტიტუციონალისტი; ვასილ ჭეიშვილი - ექიმი, მედიცინის დოქტორი; გიორგი წურწუმია - ჰიდროინჟინერი; თამაზ ბუთხუზი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, პროფესორი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ორგანიზაციის პირველი 12 წევრი საზოგადოებას გასულ კვირას წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG