Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კანონმდებლების წინაშე წარდგება სპეცსამსახურის ინფორმატორის საჩივრის თაობაზე


აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ის კანონმდებლების წინაშე 26 სექტემბერს წარდგება ანგარიშით სპეცსამსახურის ინფორმატორის საჩივრის გამო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ შესაძლებელი იმპიჩმენტის გარშემო მოკვლევის დაწყების მიზეზი გახდა.

საჩივარი, რომლის შინაარსი ჯერ კიდევ საიდუმლოა, ფიქრობენ, რომ ეხება 25 ივლისს ტრამპისა და უკრაინის პრეზიდეტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ტრამპმა ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე, გამოეძიებინა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის საქმე აშშ-ის გენერალურ პროკურორსა და ტრამპის პირად ადვოკატთან შეთანხმებით.

ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი მეტოქე იქნება დემოკრატიული პარტიიდან. ჯოზეფ მაგუაირი წარმომადგენლთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგება ადგილობრივი დროით 9 - თბილისის დროით, 17 საათზე. შემდგომ, ორ საათში, ის მივა სენატის დაზვერვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე.

მაგუაირმა თავიდან კონგრესში საჩივრის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოითხოვს კონგრესში მის გაგზავნას მას მერე, რაც გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ ის სასწრაფო იყო და იმსახურებდა ნდობას. საჩივარი წარმომადგენელთა პალატამ და სენატის დაზვერვის კომიტეტმა მიიღეს მხოლოდ 25 სექტემბერს, მათ წინაშე მაგუაირის წარდგომის წინა საღამოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG