Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა სანქციები დაუწესა ირანის „მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს“ და მათი ოჯახის წევრებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააგრძელა ირანზე ზეწოლა და სახელმწიფო დეპარტამენტს მიანიჭა უფლებამოსილება, აეკრძალოს ირანის ოფიციალურ პირებს და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა იმიგრანტის თუ არაიმიგრანტის სტატუსით.

თეთრ სახლს თავის განცხადებაში 25 სექტემბერს მოჰყავს ტრამპის სიტყვები: აშშ-ში (ამ პირების) შეუზღუდავი შესვლა იმიგრანტებისა და არაიმიგრანტებისა ზიანს აყენებს აშშ-ის ინტერესებს და მათი შესვლა დაექვემდებაროს გარკვეულ აკრძალვებს,შეზღუდვებს და გამონაკლისებს“.

თავის გამოსვლაში ტრამპმა ირანის მთავრობა დაადანაშაულა ქმედებაში, რომელიც „საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა“.

ირანის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG