Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტენა იმპერომ“ ორთვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ირანის პორტი


ტანკერი "სტენა იმპერო"
ტანკერი "სტენა იმპერო"

ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავმა სანავთობე ტანკერმა „სტენა იმპერომ“, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ივლისში დააკავა, 27 სექტემბერს დატოვა ირანის პორტი ბანდარ აბასი და კურსი აიღო დუბაისკენ, სადაც „ეკიპაჟს ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და ინსტრუქტაჟი“, - განაცხადა კომპანია „სტენა ბულკ გეოს“ შვედმა მფლობელმა, ერიკ ჰანელმა.

თეირანის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციამ 27 სექტემბერს დაადასტურა, რომ გემი და მისი ეკიპაჟი გათავისუფლდა და ირანი დატოვა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სანაპირო დაცვის ძალებმა 21 ივლისს ჰორმუზის სრუტეში კონფისკაცია გაუკეთეს ბრიტანეთის ტანკერ „სტენა იმპეროს“, ირანის თანახმად, „საერთაშორისო ნაოსნობის წესების“ დარღვევის გამო.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, პენელოპა მორდონტმა, ხომალდის დაკავებას „მტრული ქმედება“ უწოდა.

ინციდენტებმა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანი სანავთობო-სატრანსპორტო გზაა, გაამწვავა დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს შორის. ამან გავლენა მოახდინა ნავთობის საერთაშორისო ფასზე და გაზარდა ტრანსპორტის დაზღვევის გადასახადი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG