Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხის გამო ავღანეთმა ჩაკეტა საზღვარი პაკისტანთან არჩევნების წინ დღეს


გაძლიერებული პატრულირება ქაბულში, არჩევნების წინ
გაძლიერებული პატრულირება ქაბულში, არჩევნების წინ

27 სექტემბერს ავღანეთმა ჩაკეტა ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი პაკისტანთან, მას შემდეგ, რაც თალიბანი დაემუქრა სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ჩაშლის 28 სექტემბერს დაგეგმილ მნიშვნელოვან საპრეზიდენტო არჩევნებს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 სექტემბერს საზღვარზე გადასვლა აიკრძალება როგორც ადამიანებისათვის, ასევე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის.

თალიბანის ლიდერებმა ექსტრემისტებს უბრძანეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელონ იერიშები 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩვენების ჩასაშლელად.

პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს საზღვრების გასამაგრებლად, რათა ექსტრემისტებმა ვერ მოახერხონ ავღანეთში გადასვლა.

ავღანეთში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, კრახი განიცადა მრავალწლიანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა აშშ-სა და თალიბებს შორის, ექსტრემისტების მიერ განხორციელებული რამდენიმე სისხლიანი თავდასხმის გამო, რომლის დროსაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე უცხოელი მშვიდობისდამცველი, მათ შორის, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც, დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG