Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში


27 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლთან იქადაგა. ქადაგებაში ის სოხუმის დაცემის 26-წლისთავსაც შეეხო.

„დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ წირვის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG