Accessibility links

ეკოს და ვინდას ალბომი - მოგწონთ, არ მოგწონთ?


ამ ერთი კვირის წინათ, ფრანგულმა ლეიბლმა ერეკლე დეისაძის და ვინდა ფოლიოს ალბომი „თერაპია“ გამოუშვა. ალბომის რეცენზიას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას შემოგთავაზებთ (ქართული ჯგუფების ნამუშევარზე წერა მიჭირს ხოლმე და დიდხანს ვჯახირობ), მანამდე კი, ვიფიქრე, იქნებ თქვენი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიაროთ მეთქი.

ასე გავაკეთოთ. ჯერ, ვისაც არ მოგისმენიათ, აქ დევს მთლიანი ალბომი და მოისმინეთ.

მერე, ვისაც არ დაგეზარებათ, იქნებ ამ რამდენიმე შეკითხვიდან რომელიმეს ან ყველას უპასუხოთ. 1. რამდენ ქულას დაუწერდით ათიდან (სხვა ქართული ალბომების ფონზე). 2. წინა ნამუშევრებს ჯობია თუ არა? 3. ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ. 4. ყველაზე ნაკლებად? 5. რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?

მეხუთეს, გეხვეწებით, არ უპასუხოთ.

საუკეთესო კომენტარი დაჯილდოვდება იმით, რომ მასში გატარებულ აზრს მივითვისებ ჩემს რეცენზიაში და საკუთარ აზრად გავასაღებ - ავტორის დასახელების გარეშე!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG