Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ხევში ველოსიპედით გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა - შსს


„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა“, - რადიო თავისუფლებას ცნობა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს. მათი ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა..

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თანმხლები პირები გადავარდნილი ტურისტის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. დაღუპულის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

„შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები“, - აცხადებს პრესსამსახური.

27 ივლისს ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა და შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG