Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მოზარდმა თავი მოიკლა შეურაცხყოფისა და ძარცვის შემდეგ


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი პირი. მათ ბრალად ედებათ არასრულწლოვნის ძარცვა, რის შემდეგაც 16 წლის გ.ყ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან:

  • 1999 წელს დაბადებული გ.შ.,
  • 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ.,
  • 1998 წელს დაბადებული გ.გ.,
  • 2002 წელს დაბადებული გ.მ.,
  • 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ.

დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხადებაში.

24 სექტემბერს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები.

უწყების ცნობით, „გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG