Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან


„გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა - ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში.

ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ - ეს იქნება ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან ან გენერალური მდივნიდან - ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრის შესახებ, იყო დადებითი, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ, არ არის სწორი“, - უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელმაც მისგან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ითხოვა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დავით ზალკანიანმა თქვა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“. ლავროვმა კი განაცხადა, რომ შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით შედგა და რომ მან ითხოვა, აღდგენილიყო პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG