Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთმა 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს


იხტიორ აბდულაევი
იხტიორ აბდულაევი

იხტიორ აბდუალევს, უზბეკეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა კორუფციული დანაშაულის ჩადენისთვის. ქვეყნის სამხედრო სასამართლოზე დაყრდნობით, ამის შესახებ რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური იტყობინება.

სასამართლომ აბდულაევი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, კორუფციის, გამოძალვის, დატაცების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისა და მრავალი სხვა დანაშაულის ჩადენისთვის.

ამ ჯგუფური დანაშაულისთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ სპეცსამსახურის თავმჯდომარის მოადგილეს, ტაშკენტის პროკურორის ყოფილ მოადგილეს, გენერალური პროკურორისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, სულ 16 მაღალჩინოსანს.

იხტიორ აბდულაევი, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე 2018-2019 წლებში, თანამდებობიდან თებერვალში გადააყენეს, ოფიციალური ვერსიით, ავადმყოფობის გამო. რადიო თავისუფლების უზბეკურმა სამსახურმა მალე გაავრცელა ცნობა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. ანონიმური წყაროს ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიეევთან კონფლიქტის მიზეზად, სავარაუდოდ, უშიშროების სამსახურის მხრიდან პრეზიდენტის ოჯახის წევრთა ტელეფონების მოსმენა და მათზე თვალთვალი იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG