Accessibility links

ჰონგ-კონგის პოლიციამ წიწაკის გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა აგრესიული დემონსტრანტების წინააღმდეგ


ერთ-ერთი ანტისამთავრობო დემონსტრაცია ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგის პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა შაბათს გამართული დემონსტრაციის დასაშლელად, რომლის მონაწილეები ისროდნენ ქვებს და გადაკეტეს გზა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლების არმიის შტაბის მახლობლად, სადაც მშვიდობიანი პროდემოკრატიული აქცია იმართებოდა.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, დემონსტრანტები, რომლებიც ყოველი კვირის შაბათს სხვადასხვა ძალისმიერ მეთოდს მიმართავენ, ამჯერად ლაზერებს ანათებდნენ მათ თავზე მფრინავ შვეულმფრენს, ხოლო აქციის მონაწილეთა უმრავლესობას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.

პოლიციამ წყლის ჭავლის მსროლელი სპეციალური ტექნიკა დაუპირისპირა დემონსტრანტებს, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მაღაზიების ვიტრინებზე სხვადასხვა ლოზუნგს აკრავდნენ.

შაბათს, ათასობით ახალგაზრდა და უფროსი თაობის მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა ჰარბორსაიდის პარკში, რათა აღენიშნათ მე-5 წლისთავი პროდემოკრატიული „ქოლგის მოძრაობისა“, რომლის მონაწილეებს 2014 წელს 79 დღის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული ჰონგ-კონგის ქუჩები.

მუსიკალური ჯგუფი „ბითლზის“ მუსიკას უკრავდა, როდესაც ძალადობა დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG