Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები თავდასხმების გამო ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობით


ავღანეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა, დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს ბიულეტენების დამუშავება. არჩევნებს თან ახლდა თავდასხმები საარჩევნო უბნებზე თალიბების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებენ.

ადგილობრივი მედიის და დამკვირვებლების ინფორმაციით, წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ეს ზრდის იმის საშიშროებას, რომ გაურკვეველმა შედეგმა შესაძლოა ქვეყანაში ქაოსი კიდევ უფრო გააძლიეროს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება მოსალოდნელია 17 ოქტომბერს, ხოლო საბოლოო შედეგებისა - არაუადრეს 7 ნოემბრისა. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ამომრჩეველთა 51%-ს, მაშინ ორ წამყვან კანდიდატს შორის მეორე ტურის არჩევნები 23 ნოემბერს გაიმართება.

ავღანეთში 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა 15 კანდიდატი. მათგან ფავორიტებად ითვლებიან მოქმედი პრეზიდენტი, 70 წლის აშრაფ ღანი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 59 წლის აბდულა აბდულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG