Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა


ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საგანგებო შტაბს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დროისთვის 60 ზარია შესული. ქუთაისის მერის თქმით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

„ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში, საბედნიეროდ სტიქიას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია," განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუთაისში ცენტრალური გამზირები და ქუჩები, საფრთხე შუექმნა ავტომანქანებით დაგაადგილებას, რამდენიმე დასახლებაში წვიმის წყალმა დატბორა კერძო სახლების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტების პირველი სართულები და სარდაფები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG