Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის ლიდერები თეთრი სახლისგან უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გადავადების დეტალებს ითხოვენ


კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებისა და საბიუჯეტო კომიტეტების დემოკრატმა თავმჯდომარეებმა, ნიტა ლოულიმ და ჯონ იარმუტმა წერილით მიმართეს თეთრ სახლს, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ დონალდ ტრამპის მიერ უკრიანისათვის ფინანსური დახმარების გადავადების მიზეზების შესახებ.

თეთრი სახლის ბიუჯეტის მართვის დეპარტამენტის (OMB) სახელზე 27 სექტემბერს გაგზავნილ წერილში, ავტორები ადრესატები აღნიშნავენ, რომ ისინი შეშფოთებული არიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაებლოკა უკრაინის დასაცავად კონგრესის მიერ გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების გადახდა.

ამ კვირაში დონალდ ტრამპმა თანხის გადახდას მწვანე შუქი აუნთო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი მრავალი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებისა და უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სკანდალური სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ დაბლოკა უკრაინისათვის ფინანსური დახმარება, დონალდ ტრამპმა მიზეზად დაასახელა უკრაინაში გამეფებული კორუფცია და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აშშ-ის გარდა, ევროკავშირიც ვალდებულია გაინაწილოს უკრაინის დახმარების ტვირთი.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობა დემოკრატებს ეკუთვნის, დაიწყო საიმპეჩმენტო გამოძიება იმის დასადგენად, ხომ არ ცდილობდა დონალდ ტრამპი უკრაინისათვის ფინანსური დახმარების შეჩერებით ზეწოლა მოეხდინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა უკრაინის ხელისუფლებას დაეწყო გამოძიება ჰანტერ ბაიდენის და მისი მამის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, რომელიც ესწრაფვის, რომ დაუპირისპირდეს ტრამპს 2020 წლის არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG