Accessibility links

სერბეთში ყოველკვირეული ანტისამთავრობო მსვლელობა გაიმართა


ბელგრადში შაბათ საღამოს გაიმართა ტრადიციული საკვირაო მსვლელობა, რომელიც უკვე 43-ეა მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ოპონენტზე, მემარცხენე პოლიტიკოს ბორკო სტეფანოვიჩზე ანგარიშსწორებას ნიღბიანი პირების მხრიდან.

შაბათის საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ბელგრადის უნივერსიტეტის წინ, სადაც დემონსტრანტებმა პლაგიატში დაადანაშაულეს ფინანსთა მინისტრი, სინიშა მალი, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, თავის სადოქტორო დისერტაციაში რამდენიმე სწავლულის მოსაზრება შესაბამისი ციტირების გარეშე გამოიყენა.

სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობა 12 დღის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული და სამეცნიერო საბჭოსგან მინისტრის დისერტაციის შესწავლას მოითხოვდნენ.

„ერთი ხუთი მილიონიდან“, - ასეთი დევიზით იმართება სერბეთში უწყვეტი ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის დაშლას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვას.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, ნიუ-იორკში გაკეთებულ კომენტარში დამცინავად განაცხადა, რომ არ აპირებს დემონსტრანტების მოთხოვნების შესრულებას, თუნდაც სულაც „5 მილიონი კაცი რომ გამოვიდეს ქუჩაში“.

სერბეთის ხელისუფლების ზოგიერთმა წამომადგენელმა კი გააკრიტიკა სტუდენტები, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ უნივერსიტეტი, და, ასევე, რექტორი, ივანკა პოპოვიჩი, რომელმაც, მთავრობის წევრთა თქმით, სტუდენტების მხარდაჭერით „წითელი ხაზი გადაკვეთა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG