Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


ჰონგ-კონგში კვირას შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რა დროსაც სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, გადაეკეტათ მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე და აღემართათ ბარიკადები.

"ბიბისის" ცნობით, როდესაც პოლიცია აქციის დაშლას შეეცადა, მისმა მონაწილეებმა დაიწყეს ქვებისა და სავარაუდო აალებადი სითხიანი ბოთლების სროლა.

პასუხად პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავის წინა დღით ავტონომიური ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის საწინააღმდეგო მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა.

პარალელურად, იქვე გაიმართა ჩინეთის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 200 კაცი - წითელ მაისურებში გამოწყობილი ადამიანები სკანდირებდნენ „მე მიყვარს ჩინეთი“.

ჩინეთის ავტონომიის მცხოვრებლები უკვე ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში იკრიბებიან მასობრივ თავყრილობებზე, ცალკეულ შემთხვევაში მათი რაოდენობა მილიონსაც აღწევდა. ხშირად აქციები მთავრდება პოლიციასთან შეტაკებით, აეროპორტისა და სამთავრობო შენობების ბლოკირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG