Accessibility links

კონგრესს განზრახული აქვს მიიღოს დაშვება ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე


ადამ შიფი

აშშ-ის კონგრესი ცდილობს მოიპოვოს დონალდ ტრამპის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, გამართული სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბარში განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამი შიფმა.

„პირველ ყოვლისა, ჩემი აზრით, აუცილებლად საჭიროა დავიცვათ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება და გავარკვიოთ, აზიანებდა თუ არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დონალდ ტრამპი სხვა ერების ლიდერებთან, კერძოდ ვლადიმირ პუტინთან საუბარში, რომელსაც, მის აზრით, შეუძლია დახმარების გაწევა არჩევნების პროცესში“, - განაცხადა შიფმა.

კონგრესის დაზვერვის კომიტეტი განიხილავს სპეცსამსახურის თანამშრომლის საჩივარს, რომელიც ამტკიცებს, რომ ივლისში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის საუბრის დროს, ამერიკის ლიდერმა სთხოვა ზელენსკის დაიწყოს გამოძიება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG