Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: სააკაშვილი მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმული შეფასების კომენტირებისას ამბობს, რომ ალბათ მალე მიხეილ სააკაშვილი თავს მისი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს:

„მე რაც შემიძლია ერთადერთი ვთქვა, არის ის, რომ მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. და ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა - „ვარდების რევოლუციის“ როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის „ევროპული საქართველო“, ჩემი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარ არხში“ გამოთქმულ მოსაზრებებზე, „ევროპულ საქართველოში“ საგანგებოდ გაიმართება პრესკონფერენცია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ არსებობს „ფუნდამენტური განსხვავებები“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამებრძოლს სააკაშვილმა უწოდა „ანტიქრისტიანი“, რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG