Accessibility links

დონალდ ტრამპს სურს შეხვედრა მის „მამხილებელ“ ინფორმატორთან 


დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს შეხვედრა მის „მამხილებელ” ინფორმატორთან, რომლის მიერ გაჟონილი ინფორმაცია ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყების მიზეზად იქცა.

„ეს ადამიანი ჯაშუშობით იყო დაკავებული აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია!“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

ყოველკვირეულ პროგრამა „60 წუთის“ თანახმად, ინფორმატორი, სავარაუდო დაზვერვის ოფიცერი, რომელმაც არაერთი მუქარა მიიღო, ფედერალური დაცვის ქვეშ იმყოფება.

სწორედ შეშფოთებულმა ანონიმმა ინფორმატორმა გაამჟღავნა პირველად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის ის მონაკვეთი, რომელშიც ტრამპი ზელენსკის სთხოვს გამოძიების დაწყებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ.

ჯო ბაიდენი დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად არის მიჩნეული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო მაშინ, როდესაც ტრამპის და მისი პირადი ადვოკატის, ჯულიანის მტკიცებით, უკრაინის საკითხებს კურირებდა და ზეწოლა მოახდინა მის მაშინდელ ხელისუფლებაზე, რომ შეეწყვიტათ ზემოხსენებული უკრაინული კომპანიის საქმიანობის გარშემო დაწყებული გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG