Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის


ჟურნალ „ფორბსის“ რედაქტორს, „ფლანგვის დეტექტორის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და აქტივისტს, შოთა დიღმელაშვილს დეპუტატი ნინო წილოსანი სასამართლოში უჩივის. როგორც შოთა დიღმელაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, სარჩელის მიზეზი გახდა გადაცემა „სირცხვილიაში“ ნათქვამი ფაქტები იმის შესახებ, რომ დეპუტატი „კრიშავდა“ თავის ბიზნესპარტნიორს, რის გამოც ის სახელმწიფოსგან პრივილეგიებით სარგებლობდა. საუბარია შპს „სანოზე“, რომელსაც ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფარი უნდა აეშენებინა.

„თავშესაფრის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითმ თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს. მერიამ კონკურსის პროცესი წარმართა ისე, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს, შპს „სანოს“. შპს „სანომ“, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან, სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო. – ეს შავით თეთრზე წერია თავად ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო აუდიტის დასკვნაში.

შპს „სანოს“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარი ნინო წილოსანის პარტნიორი იყო რამდენიმე კომპანიაში“, - წერს შოთა დიღმელაშვილი.

შოთა დიღმელაშვილის აზრით, სარჩელი არის შეტევა სამოქალაქო სექტორზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. „ფლანგვის დეტექტორმა“ ინფორმაცია ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფრის აშენებისას არსებულ დარღვევებზე 14 აპრილს გამოაქვეყნა. ეს ინფორმაცია აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით იყო მომზადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG