Accessibility links

აბდულა აბდულა: ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ყველაზე მაღალი რიცხვი კენჭისყრაში ჩვენ გვაქვს“


ავღანეთის უზენაესი აღმასრულებელი მოხელე, აბდულა აბდულა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა პრეზიდენტი აშრაფ ღანი. „ყველაზე მაღალი რიცხვი კენჭისყრაში ჩვენ გვაქვს და არჩევნებში მეორე რაუნდი საჭირო არ არის“, - განუცხადა ღანიმ პრესკონფერენციაზე რეპორტიორებს ქაბულში, 30 სექტემბერს.

28 სექტემბრის კენჭისყრაში მონაწილეობდა 15 კანდიდატი, მაგრამ მთავარი შეჯიბრი იყო აბდულასა და ღანის შორის. პირველ წინასწარ შედეგებს მოელიან 19 ოქტომბერს. მანამდე საარჩევნო უწყებებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ საჩივრები და მოშორებული და მთიანი რეგიონებიდან ქაბულში გააგზავნონ შედეგები.

70 წლის ღანი და 59 წლის აბდულა არაპოპულარულ და დაშლილ ეროვნულ მთავრობას განაგებდნენ 2014 წლის შემდეგ, როცა გაყალბებებით აღსავსე არჩევნების შემდეგ აშშ-ის შუამავლობით მოხდა შეთანხმება ხელისუფლების განაწილების შესახებ.

აბდულამ განაცხადა, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, ის ახლა კომპრომისზე არ წავა. ახლა მხოლოდ კანონიერ ხმებს ვაღიარებთ, თქვა მან და მოიხმო მისივე ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მხოლოდ ის ხმები ჩაითვლება კანონიერად, რომლებიც ბიომეტრული სისტემის საშუალებით იქნა მიცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG