Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის არ სურს 25 ივლისს ტრამპთან თავისი სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხარე ალბათ არ გამოაქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტთან მისი სატელეფონო საუბრის თავის ვერსიას.

გასულ კვირაში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ტექსტი, რომელიც მანამდე ინფორმატორის, სპეცსამსახურის თანამშრომლის, საჩივრის საგანი გახდა.

ეს საჩივარი გახდა მიზეზი კონგრესში ტრამპის მიმართ შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოკვლევისა.

ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარში იყო „გარკვეული ნიუანსები“ და თემები, რომელთა გამოქვეყნება არ იქნება კორექტული.

ზელენსკის თქმით, ის არ არის დიპლომატი, მაგრამ არაერთხელ ჰქონია ასეთი საუბრები.

ინფორმატორის საჩივარში მოყვანილია ტრამპსა და ზელენსკის შორის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომ, სავარაუდოდ, ტრამპი ზელენსკის ეუბნება, გამოიძიოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ახლა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მხრიდან შესაძლო კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერის, საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG