Accessibility links

სიღნაღში დაიწვა სასტუმრო "ნიკალა"


სიღნაღში სასტუმრო „ნიკალა” დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გავრცელდა. განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ნაწილობრივ დაიწვა სასტუმროსთან მდებარე ღვინის მაღაზიის ნაწილიც.

უსაფრთხოების მიზნით სასტუმროდან პერსონალი და სტუმრები გაიყვანეს. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო სამსახურის 8 ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა სასტუმროს და მაღაზიის მეპატრონეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG