Accessibility links

ქვიარ თემის წევრის სახლში შეჭრის მცდელობის საქმეზე ბრალი არასრულწლოვანს წარედგინა


ქვიარ თემის წევრის სახლში შეჭრის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს მუქარას. იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, მას განრიდების ხელშეკრულება გაუფორმდა. დაევალა ბრაზის მართვის კურსების გავლა და გარკვეული საათების განმავლობაში უფასოდ მუშაობა თავშესაფარში.

„თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2019 წლის 18 სექტემბერს ორგანიზაციას დაუკავშირდა ბენეფიციარი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის სახლში შეჭრას - კერძოდ, აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. უცნობმა, რომელიც არასრულწლოვანი აღმოჩნდა, დაზარალებულს ჩაუმტვრია საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც.

„თანასწორობის მოძრაობის“ თანახმად, ყველაფერი დაიწყო სოციალურ ქსელში კიბერბულინგით. კერძოდ, სახლში შეჭრის მცდელობამდე აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშირდა და საჯაროდ უწერდა ჰომოფობიურ განცხადებებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG