Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი კვლავ მიმართავს შემტევ რიტორიკას, იმპიჩმენტის გამო მოსმენებზე სულ უფრო მეტი პირის დაბარების ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მიმართავს შემტევ რიტორიკას, რის ფონზეც წარმომადგენელთა პალატა წინ მიდის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების კვლევის საქმეში. პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის წევრი კანონმდებლები.

ტრამპი თვლის, რომ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, კალიფორნიელი კონგრესმენი, ადამ შიფი, რომელიც წარმართავს მოკვლევას, უნდა დააპატიმრონ „ღალატის“ გამო.

კონგრესში მოკვლევა დაიწყო სპეცსამსახურის თანამშრომელი ინფორმატორის საჩივრის გამო, რომ ტრამპმა მოსთხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოეძიებინა თავისი პოლიტიკური მეტოქის საქმე. ინფორმატორის საჩივარს, რომელიც მან გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა, კონგრესში მოჰყვა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის შესაძლო გამოცხადების თემის მოკვლევა.

ინფორმატორის საჩივარში მოყვანილია ტრამპსა და ზელენსკის შორის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომ, სავარაუდოდ, ტრამპი ზელენსკის ეუბნება, გამოიძიოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მხრიდან შესაძლო კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის საქმე.

ჰანტერ ბაიდენი უკრაინის გაზის კომპანიის საბჭოს წევრი იყო, როცა ჯო ბაიდენს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

ტრამპის და ზელენსკის საუბარი შედგა მალე მას მერე, რაც აშშ-მა შეუჩერა თითქმის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება უკრაინას. ამას მოჰყვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ დახმარებას, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა, პრეზიდენტი იყენებდა პირადი სარგებლობისთვის ზეწოლის იარაღად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG