Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე ხანძარია


ხანძარი ცაბაძის ქუჩის 8 ნომერში, ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სათამაშოების მაღაზიას გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მეხანძრეებს ადგილზე ღია ცეცხლი დახვდათ. ხანძრის ქრობაში 15 სახანძრო სამაშველო ჯგუფია ჩართული.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფართის ტერიტორია იწვის და რამ გამოიწვია ხანძარი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG