Accessibility links

გია ყანჩელის გარდაცვალებას აშშ-ის საელჩო ეხმაურება


„დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“, - წერს აშშ-ის საელჩო კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას“, - ნათქვამია საელჩოს სამძიმრის წერილში.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. იგი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG