Accessibility links

ხოდორკოვსკი პუტინს უწოდებს „ავტოკრატს“, რომელმაც იცის, როგორ მოიპოვოს მსოფლიო ლიდერების „კეთილგანწყობა“


მიხაილ ხოდორკოვსკი

დევნილობაში მყოფი ცნობილი რუსი მაგნატი და კრემლის კრიტიკოსი მიხაილ ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ „ავტოკრატ“ პუტინს აქვს ადამიანებში „სუსტი წერტილების“ აღმოჩენისა და შეფასების უნარი, ძალუძს „მისდამი კეთილად განაწყოს“ ლიდერები როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ხოდორკოვსკიმ 1 ოქტომბერს გერმანიაში ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალ ევროპას.

ინტერვიუში ხოდორკოვსკი საუბრობს რუსეთის ოპოზიციის პერსპექტივებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მართვის სისტემაზე, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთში.

20 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, პუტინი კარგად გრძნობდა მაშინდელი საზოგადოების განწყობას, საზოგადოებისა, რომელიც „დაიღალა რევოლუციისაგან და სურდა კონტრრევოლუცია, სურდა წარსულში დაბრუნება“. ამასთან, ხოდორკოვსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთში სულ სხვა თაობა აღიზარდა. „საზოგადოება შეიცვალა და ადამიანებს რაღაც სხვა სურთ“, - ამბობს ის.

მიხაილ ხოდორკოვსკი, კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი, რომელმაც რუსეთის ციხეში მთლიანობაში 10 წელიწადი დაჰყო, რუსეთის პრეზიდენტმა 2013 წლის ნოემბერში შეიწყალა. მისი ხელმძღვანელობით გასულ წელს სტარტი აიღო პროექტმა რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შემცვლელის გამოსავლენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG