Accessibility links

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ


გია ყანჩელი

გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ოჯახის თანახმად, ეს თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ.

გია ყანჩელმა სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. იგი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG