Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვიდა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვიდა. დეტალებს ის ოთხშაბათს წარმოადგენს ევროკავშირში. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა კონსერვატიული პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე.

ბრექსიტთან დაკავშირებით ლონდონის ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს საბაჟო პუნქტებს ევროკავშირში შემავალ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია.

ახალ გეგმაზე საუბრისას ჯონსონმა ასევე აღნიშნა:

საზღვრების შესახებ შეთანხმება უნდა მოიწონონ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკოსებმა;

ირლანდიის კუნძულზე შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასურსათო პროდუქტების სტანდარტების ერთიანი ზონა;

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ სრულ თავისუფლებას მიიღებს სავაჭრო პოლიტიკაში.

თუკი ბრიუსელი არ მიიღებს ჯონსონის წინადადებას, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, განაცხადა ჯონსონმა.

ევროკავშირმა უკვე გააკრიტიკა ჯონსონის გეგმა. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ განაცხადა, რომ წარმოდგენილი გეგმა „ვერ გახდება შეთანხმების საფუძველი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG