Accessibility links

თბილისობის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება


გია ყანჩელი

„თბილისობის“ გალაკონცერტი 5 ოქტომბერს კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოება თბილისში, ორბელიანის მოედანზე 5 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება 20 საათზე დაიწყება.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მან სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი, სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

გია ყანჩელს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG