Accessibility links

თბილისში იმართება ევროპის პრესის საბჭოების კონფერენცია


თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ევროპის პრესის დამოუკიდებელი საბჭოების წლიური კონფერენცია, რომელიც აქამდე მხოლოდ დასავლეთ ევროპაში ტარდებოდა და პირველად იმართება აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენციაში მონაწილეობენ 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის თვითრეგულირების ორგანოს წარმომადგენელები, პრესის ომბუდსმენები და მედია ექსპერტები.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედია ციფრული პლატფორმების, მათ შორის სოციალური ქსელების, ეპოქაში; ხელოვნური ინტელექტით მართული ჟურნალისტიკა და ავტომატიზაციის გავლენა მედიაზე; თანამედროვე მედიის შემოსავლები და სხვა.სამუშაო ჯგუფების მსჯელობის საგანია ასევე ულტრანაციონალისტური ჯგუფების გაშუქება; ბოტებისა და ტროლების კომენტარები მედიაკონტენტთან მიმართებით და სხვა.

კონფერენციას მასპინძლობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. კონფერენციის მხარდამჭერია ევროპის საბჭო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG