Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეწყალების საქმეზე" მეორედ დაკითხვის შემდეგ, დიმიტრი გაბუნიამ და ანგი ხუციშვილმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვეს


"შეწყალების საქმეზე" მეორედ დაკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსი ანგი ხუციშვილი. მათ პროკურატურა ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიასა და ანგი ხუციშვილის დაბარების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო.

მათი გამოკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა, თუმცა უცნობია რა კითხვები დაუსვეს საგამოძიებო ორგანოში, დასახელდა თუ არა კონკრეტული სახელები და გამოიკვეთა თუ არა ახალი გარემოებები პრეზიდენტის მიერ სკანდალური "შეწყალების საქმეში".

დიმიტრი გაბუნიას ოპოზიცია ადანაშაულებს კორუფციულ გარიგებაში, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეში. გაბუნია კი ამტკიცებს, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა შეადგინა.

შეწყალების საქმე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის:

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG