Accessibility links

გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაბარებას ტელეკომპანია „ფორმულა“-ში გამოჩენას უკავშირებს


ტელეკომპანია „ფორმულის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას უკავშირებს მის „ფორმულაში“ მის გამოჩენას.

„გული მწდება იმაზე, რომ ახლა საეთეროში უნდა ვიყო და გამყვადეს შიდა ეთერი და მიწევს აქ ყოფნა და ჩემი აზრით, ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ვკარგავ არაფერში. ჩვენ ვნახეთ რამდენ ხანს გაგრძელდა გუშინ ჩემი კომპანიის ტელეკომპანია „ფორმულის“ დირექტორის ზუკა გუმბერიძის დაკითხვა და იცით როგორი არაფრის მომტანი იყო ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყვიტეს, რომ ანალოგიურად მოიქცნენ ჩემთან დაკავშირებით“, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ტელეკომპანია „ფორმულის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელის მანამდე „ტელეკომპანია „რუსათვი 2“-ის მთავარი პროდიუსერი იყო.

ტელეკომპანია „ფორმულის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

„რა თანხების გაფლანგვაზეა საუბარი?- მადლობა რომ შემახსენეთ“, მიმართა გიორგი ლაფერაშვილმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ ამის შესახებ, მან გაიგო გენერალური პროკურატრის გამოძიებისგან და მანამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიასგან და ეს მოხდა დაახლოებით თვენახევრის წინ, თუმცა ვერ გაიგო რომელ თანხებზეა საუბარი და ამას პროკურატურაში გაარკვევს.

„ეს ყველაფერი რაც საზოგადოებას ბოლო ორი თვეა ესმის და ამდენი ხმაურია ატეხილი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „ფორმულა“ ამიტომ თუ მე მეკითხებით, მე რას ვუკავშირებ აქ მოსვლას, მე აქ მოსვლას ვუკავშირებ ერთმნიშვნელოვნად ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გასვლას“,- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

კითხვაზე შეიძინა თუ არა მან ბინები „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებისგან, რასაც მას გამოძიება ედავება,უპასუხა, რომ „რუსთავი 2“-ს ჰყავს ძალიან ბევრი კონტაქტორი კომპანია და მათ შორის არის ყველა დიდი დეველოპერი საქართველოში, შესაძლოა ეს კომპანიაც არის „რუსთავი 2“-ის კონტაქტორი.

„აქ ჩემს ბინებზე სალაპარაკოთ ვართ მოსულები? არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერსო იყოს რამდენ ბინას ვფლობ - ბევრს არა. არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს რომელი დირექორი რა პრემიებს მაძლევდა - ყველა მაძლევდა და საკმაოდ ბევრს. არ მგონია საზოგადოებისთვის ის იყოს საინტერესო ვინ რას მთავაზობდა რომელ სამსახურში გადასვლის ან დარჩენის სანაცვლოდ“, - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია რატომ დაიბარეს დღეს და არა მაშინ, როდესაც გამოძიება დაიწყო და როცა მან „რუსთავი 2“-ში დარჩებაზე უარი განაცხადა 19 ივლისს.

საქმე სავარაუდოდ ეხება, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს.

2 ოქრომბერს გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალურ დირექტორის ზუკა გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG