Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საძაგლიშვილი:უნდათ დაამტკიცონ, რომ რუსთავი 2-ის ახლანდელი მდგომარეობა წინა მენეჯმენტის ბრალია


დიმიტრი საძაგლიშვილი
დიმიტრი საძაგლიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ლაფერაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ "რუსთავი 2" - ის საქმეზე გამოძიების წარმართვის, მით უმეტეს ამა თუ იმ პირის პასუხისგებაში მიცემის არანაირი საფუძველი არ არსებობს და გამოძიების მიზანი კრიტიკული მედიის გაჩუმებაა. რაც შეეხება 3 ოქტომბერს გიორგი ლაფერაშვილისა და ზაალ უდუმაშვილის გამოკითხვას გენერალურ პროკურატურაში, ადვოკატის შეფასებით, ამ შემთხვევაში სახეზე „შეფარული მიზანი“ იყო:

ამ ყველაფერს აქვს ერთი შეფარული მიზანი. იმ მდგომარეობის ახსნა, რა მდგომარეობაშიც დღეს კომპანიაა. „რუსთავი 2“-ის გაკოტრება უნდათ ახსნან იმით, რომ წინა დირექტორი და მისი მოადგილეები ფინანსური დარღვევების გამო, ზიანს აყენებდნენ კომპანიას და კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა წინა მენეჯმენტის ბრალია. რაც სრული აბსურდია, რადგან წინა მენეჯმენტის დამსახურება იყო ის, რომ „რუსთავი 2“ ყველაზე მაღალრეიტინგული და მაღალშემოსავლიანი ტელევიზია იყო. ამ ყველაფერზე მეტყველებს სტატისტიკა, რა მდგომარეობა იყო მაშინ კომპანიაში და რა მდგომარეობაა დღეს. ასე რომ, ამ საქმეს არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ზაალ უდუმაშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

გიორგი ლაფერაშვილსა და ზაალ უდუმაშვილს გენერალურ პროკურატურაში 2015-2017 წლებში „რუსთავი 2“ - ში მიღებულ ანაზღაურებასა და პრემიებზე დაუსვეს შეკითხვები.

"რუსთავი 2" -ისთვის ზიანის მიყენების საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

XS
SM
MD
LG