Accessibility links

აშშ და მონტენეგრო ხელს მოაწერენ შეთანხმებას ტაქტიკური შეიარაღების შესახებ


მაიკ პომპეო და დუშკო მარკოვიჩი

აშშ და მონტენეგრო ამთავრებენ მოლაპარაკებებს შეიარაღების დარგში უმსხვილეს კონტრაქტზე, რაც ბალკანეთის სახელმწიფოსათვის 36 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი, ტაქტიკური შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა 4 ოქტომბერს, პოდგორიცაში და დასძინა, რომ შეიარაღების მიწოდება დაიწყება, როგორც კი შეთანხმება მზად იქნება.

მაიკ პომპეო იტალიიდან ჩავიდა პოდგორიცაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩსა და პრემიერ-მინისტრ დუშკო მარკოვიჩთან გამართა მოლაპარაკებები.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, 2017 წლის ივნისში გაწევრიანდა ნატოში, რუსეთის მხრიდან მძაფრი ზეწოლის ფონზე, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება ალიანსის გაფართოებას.

მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში მონტენეგროსთან თანამშრომლობას და მაღალი შეფასება მისცა ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლას, რამაც „შესაძლებელი გახადა რუსეთის მავნე პროგრამული უზრუნველყოფის (malware) წინააღმდეგ ისეთი უსაფრთხოების სარტყლის შექმნა, რითაც ახლა მთელ მსოფლიოში მილიონობით მოწყობილობაა დაცული“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონტენეგროდან გაემგზავრა ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც პრეზიდენტ ზორან ზაევს შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG