Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე: "გირჩის" ლიდერების მოსმენისთვის, სუს-ს გადავცემთ სერტიფიკატს "თავისუფლების კურსის მოსმენისთვის"


"გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცა, რასაც თვითონ უწოდებს "სერტიფიკატს".

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში "გირჩს" უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო", - ამბობს ზურა ჯაფარიძე და აგრძელებს: "გადავწყვიტეთ დავაჯილდოვოთ სუს-ი, მარტივი სერტიფიკატით, რომ მათ უბრალოდ მოისმინეს "გირჩის" ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების იდეების შესახებ".

"გირჩის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს, კაფანის ლეგალიზაციის ფესტივალთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში უსმენდნენ.

"გირჩის" წევრებს გამომძიებლებმა უთხრეს, რომ საუბრის ჩანაწერებში ვერაფერი საგანგაშო და დანაშაულებრივი ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ საქმეს ხურავენ.

სერტიფიკატს ორი ორგანიზაცია - "ბიბლიური თავისუფლება" და "გირჩი" აწერს ხელს.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში, 2018 წლის 20 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა პოლიციამ ჩაშალა. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ზურა ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG