Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩრდილოეთი კორეა სტოკჰოლმში მოლაპარაკებებს მართავენ ბირთვული შეიარაღების საკითხებზე


ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული რაკეტის გამოცდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული რაკეტის გამოცდა.

აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები სტოკჰოლმში ჩავიდნენ ბირთვული შეიარაღების საკითხებზე შესათანხმებლად.

ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა პირველი შეხვედრაა მას მერე, რაც ივნისში მოლაპარაკებები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩონ ინმა. მაშინ ორი ლიდერი შეთანხმდა, განაახლონ თებერვალში ვიეტნამში შეწყვეტილი დიალოგი.

სტოკჰოლმში ვაშინგტონის დელეგაციას ხელმძღვანელობს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სტივენ ბიგანი.

ჩრდილოეთ კორეის გუნდის ხელმძღვანელია ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში, კიმ მიონ გილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 5 ოქტომბერს საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალზე ნაადრევია იმის თქმა, მოჰყვება თუ არა სტოკჰოლმის მოლაპარაკებებს რაიმე წინსვლა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG