Accessibility links

რუსთავში მდინარემ მამაკაცის გვამი გამორიყა


5 ოქტომბერს, საღამოს მდინარე მტკვარმა რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდთან გამორიყა შუახნის მამაკაცის გვამი.

ცხედარი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის პროზექტურაში გადაასვენეს.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმე აღძრულია სს კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილობრივი პოლიცია დაღუპულის ვინაობას ადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG