Accessibility links

პოლიციაში თამთა თოდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს


ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში თამთა თოდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს, იგი თავის უფროსს, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თამთა თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, რა დროსაც ის პოლიციამ გამოკითხა, მეორედ კი მხოლოდ სატელევიზიო ინტევიუს შემდეგ დაიბარეს.

„სანამ ეს ყველაფერი არ გასაჯაროვდა, მანამდე ამ საქმეს არ ჰქონია ისეთი რეაგირება, როგორიც უნდა ჰქონოდა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბრალდების ქვეშ არ მოხდა დანაშაულის ადგილზე სწრაფად ჩასვლა, არ მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა და მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც უშუალოდ საზოგადოებამ მოითხოვა მისთვის ბრალის წაყენება. მე ეჭვიც არ მეპარება, ის თანამდებობის პირი და საკრებულოს დეპუტატი კი არა, უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა. თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენ ველოდეთ ღამის 2-3 საათამდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოხდება სრული სამართლის დაცვით და ამ ქვეყანაში სამართლიანობა დაცული იქნება“, - განაცხადა თამთა თოდაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოიკითხა „ქართული ოცნების" დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი.

  • შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (რაც გულისხმობს ძალადობას);
  • 138-ე მუხლი (რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას);
  • 187-ე მუხლი (რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG