Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს დამატებითი ჯარები და ტექნიკა გადაჰყავს სირიის საზღვართან


SYRIA -- A Syrian boy watches as Turkish military vehicles, part of a US military convoy, take part in joint patrol in the Syrian village of al-Hashisha on the outskirts of Tal Abyad town along the border with Turkey, October 4, 2019
SYRIA -- A Syrian boy watches as Turkish military vehicles, part of a US military convoy, take part in joint patrol in the Syrian village of al-Hashisha on the outskirts of Tal Abyad town along the border with Turkey, October 4, 2019

თურქეთს დამატებითი ჯარები და ტექნიკა გადაჰყავს სირიის საზღვართან, აკჩაკალეს რაიონში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარი მზადაა, დაიწყოს სამხედრო ოპერაცია მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე.

ერდოანის თქმით, ოპერაციის მიზანია სირიის საზღვრისპირა ტერიტორიის გაწმენდა ქურთული შენაერთებისგან, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. ანკარა თურქულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ტერორისტებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი თურქეთში მოქმედ სეპარატისტებს უწევენ დახმარებას. ერდოანმა თქვა, რომ ანკარამ ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება უკვე 6 ოქტომბერს შეიძლება მიიღოს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნას „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ უწოდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური ძალები სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ დამასკის მხრიდან თანხმობის გარეშე და მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

ვაშინგტონი ქურთებს მოკავშირეებად მიიჩნევს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინვე, როცა ერდოანმა სამხედრო ოპერაციის შესახებ გააკეთა პირველი განცხადებები, დაიწყო ვაშინგტონსა და ანკარას შორის მოლაპარაკებები. მხარეები გეგმავდნენ თურქეთ-სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას. 7 აგვისტოს მიღწეულ იქნა შესაბამისი შეთანხმება. აშშ-მა და თურქეთმა რამდენჯერმე ჩაატარეს ტერიტორიის ერთობლივი პატრულირება. მაგრამ ერდოანმა ამას „ფიქცია“ უწოდა.

1 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დამოუკიდებლად“ შექმნის დემილიტარიზებულ ზონას თურქეთსა და სირიას შორის საზღვარზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG