Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელებმა მამაკაცი დაჭრეს და შარტავაზე დატოვეს


არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ ლისის ტბაზე მოხდა, თუმცა თავდამსხმელებმა გულმკერდის და ფეხის არეში მძიმედ დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს და დატოვეს. შარტავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის სავარაუდო მოტივად ანგარიშსწორება სახელდება. დაჭრილი საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG