Accessibility links

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა


თბილისში მიმდინარეობს საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გერმანიის სახელმწიფოს მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG