Accessibility links

site logo site logo

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდა


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა. დღეს დეპუტატები შეკითხვებს დაუსვამენ უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს მაია ვაჩაძეს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება ანბანური თანმიმდევრობით.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატებმა შეკითხვები უკვე დაუსვეს 5 კანდიდატს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს, მირანდა ირემაძეს და გენერალური პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი კენჭისყრით 4 სექტემბერს შეარჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG